თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
უბედური შემთხვევა გუგუნავას ქუჩაზე მოხდა. მამაკაცი იქ მშენებლობაზე იყო დასაქმებული.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.
შსს-ში გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.