ბინებზე მოთხოვნა თბილისში - TBC Capital-ის მიმოხილვა

TBC Capital-ის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში გაიყიდა 705 ახალი ბინა.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა წლის განმავლობაში შემცირდა - 2023 წლის ოქტომბერში გაიყიდა თითქმის 3,4 ათასი, რაც 2022 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 14%-ით ნაკლებია, მაგრამ 13%-ით გაიზარდა 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით გაყიდვების შემცირება უკავშირდება იმას, რომ 2022 წლის ბოლო კვარტალი ბაზრისთვის ძალზე აქტიური იყო.

„2023 წლის ოქტომბერში… საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,176 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 17%-ით გაიზარდა. ღირებულება წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა", - ნათქვამია მიმოხილვაში.

2023 წლის ოქტომბერში სულ 705 ახალი აშენებული ბინა გაიყიდა, რაც 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. წინა თვესთან შედარებით კი 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ძველ ბინებზე განხორციელდა 2.672 ტრანზაქცია, რაც 15%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით. თვიური გადაანგარიშებით გაყიდვები 9%-ით გაიზარდა.
ოქტომბერში ყველაზე მეტი ბინა საბურთალოზე (გაყიდვების 20%) და დიდ დიღომში (გაყიდვების18%) გაიყიდა.
ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლების ფონზე ბაზრის მოცულობა თვიური გადაანგარიშებით 11%-ით შემცირდა, წლიური გადაანგარიშებით - 3%-ით და 224 მილიონ დოლარს შეადგენს.
ბაზრის მოცულობა 2%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით (229 მლნ დოლარი) გაყიდვებისა და ფასების ზრდის ფონზე, აგრამ შემცირდა 12%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ანალიტიკოსების მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა, მაგრამ წლიურად 24%-ით გაიზარდა.
სექტემბერში ერთი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასი 12,3 დოლარს შეადგენს.