თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი იღებს ზომებს, რათა დაიცვას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირები დასავლეთის არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და შანტაჟისაგან, განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრ სტერნიკმა.
„სანქციების აპოლოგეტები ცდილობენ, რომ ჩვენი ახლო პარტნიორები „მათრახითა და თაფლაკვერით“ გადაიბირონ თავის მხარეს და რაღაც „ზარალის კომპენსაციას“ ჰპირდებიან მათ. სწორედ ამ მიზნით მოგზაურობენ ისინი რეგიონის დედაქალაქებში. ჩვენ ვითვალისწინებთ ამ რისკფაქტორებს და ვიღებთ ზომებს, რათა დავიცვათ ჩვენი — ხაზგასმით აღვნიშნავ — აბსოლუტურად კანონიერი ურთიერთობები თავხედური შანტაჟისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან“, — განაცხადა მან.
სტერნიკის თმით, დასავლურმა სანქციებმა მათთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ვინაიდან რუსეთის ეკონომიკა ზრდას განაგრძობს, სანქციები კი მხოლოდ „ნდობის ატმოსფეროს წამლავს მსოფლიოში“ და ბაზრების დესტაბილიზაციას ახდენს — განსაკუთრებით ენერგეტიკისა და სურსათის სფეროში.
რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა გაუმკლავდება დასავლეთის სასანქციო ზეწოლას. როგორც მოსკოვში აღნიშნავენ, დასავლეთს არ აქვს გამბედაობა, აღიაროს ანტირუსული სანქციების წარუმატებლობა.