მსოფლიო დღეს

ტრამპმა ზელენსკის მიწვევაზე უარი თქვა

Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ნახოს ომის მასშტაბები, მაგრამ აშშ-ის ყოფილმა ლიდერმა მიწვევაზე თავაზიანი უარი თქვა, იუწყება Newsmax.
„მე დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტ ზელენსკის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინაში წასვლა მიზანშეწონილი არ იქნება. ამჟამად მასთან ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს საქმე და არ მსურს ინტერესთა კონფლიქტის შექმნა“, — განაცხადა ტრამპმა.
გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში მისი სიტყვების გამო დაპატიჟა, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტს 24 საათში დაასრულებდა. ზელენსკის თქმით, მას სულ 24 წუთი ეყოფა ტრამპის დასარწმუნებლად, რომ ეს შეუძლებელია.
წყარო: Newsmax