თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, გლდანი-სანზონის ტერიტორიაზე 12 ათას აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი" ავრცელებს.
გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. გაზის მიწოდება 8 ნოემბრის ივლისის 10:00 საათიდან 9 ნოემბრის 10:00 საათამდე შეწყდება.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება შეეზღუდება როგორც გლდანი-სანზონის მოსახლეობას, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სამოქალაქო ობიექტებს. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით გაზმომარაგება შეუწყდება შპს „დიდი დიღომის” აბონენტებსაც.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 9 ნოემბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე.
ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გაზმომარაგება შეწყდება, „თბილისი ენერჯის" ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.