მიქაუტაძე შეიძლება „მეცის" რიგებში დაბრუნდეს

მიქაუტაძის კონტრაქტი „აიაქსთან" 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ჰოლანდიური „აიაქსის" თავდამსხმელი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე შეიძლება ყოფილ კლუბ „მეცს" დაუბრუნდეს, იუწყება გამოცემა sofoot.
მიქაუტაძემ ახალ კლუბთან კონტრაქტს ხელი 2023 წლის აგვისტოში მოაწერა - „აიაქსმა" „მეცს" 16 მლნ ევრო გადაუხადა. მიქაუტაძის კონტრაქტი „აიაქსთან" 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
„მიქაუტაძე „აიაქსში“ მოწყენილია. ჩვენ დავინტერესდებით, ამსტერდამულ კლუბს მასთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს. თუ ზამთარში გიორგის იჯარით გაშვებას აპირებენ, ამას მივესალმებით, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა“, – განაცხადა „მეცის“ პრეზიდენტმა ბერნარ სერინიმ.
სექტემბრის შუა რიცხვებიდან „მეცს" საფრანგეთის ჩემპიონატზე არცერთი მატჩი არ მოუგია, მიქაუტაძემ კი „აიაქსის" შემადგენლობაში მინდორზე 165 წუთი გაატარა და არცერთი გოლი არ გაუტანია.