თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე კვიპროსის ქალაქ პაფოსში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი" ადგილობრი მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის კოკა ფარცვანიას ავტომობილი ღამით მაშინ დაეჯახა, როცა იგი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
ავტომობილის მძღოლი, კამერუნის 24 წლის მოქალაქე თავიდან შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, 1,5 საათის შემდეგ ადგილზე დაბრუნდა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილი შიშის გამო დატოვა - პოლიციამ მძღოლი დააკავა.
კოკა ფარცვანია კვიპროსზე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, პოლიცია მისი ვინაობის დადგენას 18 საათის მანძილზე ცდილობდა.