თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ბოლნისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში მოხდა. უწყების ცნობით, სააგენტოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ შევიდა შეტყობინება.
შეტყობინების საფუძველზე ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფი აღნიშნულ საბავშვო ბაღში არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებს.
სააგენტოს ცნობით, შემოწმების პროცესში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია შეტყობინებაში დასახელებული სურსათის/ნედლეულის ნიმუშები.
ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.