თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. უცნობმა პირებმა საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" მოთამაშეების ეკიპირება და ძვირად ღირებული მოწყობილობები მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა".
მოპარულ ნივთებს შორისაა სავარჯიშო ინვენტარი, ასევე ფეხბურთელების ბუცები და გეტრები.
შსს-მ ინციდენტის გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. დანაშაული ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„საბურთალო" საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 49 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.