თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ქარელის რაიონის ერთ-ერთი სოფელში 13 წლის გოგონა ამავე სოფლის მკვიდრმა, 22 წლის მამაკაცმა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
არასრულწლოვანი ქარელში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.