თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და იტალიური „ვირტუსის“ ლიდერი თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.
„ვირტუსი“ ხუთ მატჩში ხუთი მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეშია.
შენგელიას მონაცემებია: საშუალო შედეგი თამაშში – 14,5 ქულა, ორქულიანების სიზუსტე – 65,4%, სამქულიანების – 50%, საჯარიმოების – 75%. 6,3 მოხსნა, საიდანაც 5,3 დაცვაზე მოდის. 3,8 პასი, საშუალო რეიტინგი – 19,5, ხოლო საკალათბურთო მოედანზე საშუალოდ გატარებული წუთები – 23,5.
ამ კვირაში შენგელია ასევე დაასახელეს ყველაზე ფასეულ მოთამაშედ (МVP) ოქტომბერში.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია „ვირტუსში“ 2022 წლის მარტში გადავიდა.