საოპერო თეატრის თანამშრომლები ხელფასის მატებას მოითხოვენ – ვიდეო

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს ხელფასების გაორმაგების მოთხოვნით. ამის შესახებ მათ ჟურნალისტებს თეატრის შენობის პიკეტირებისას განუცხადეს
Sputnik
„მოვითხოვთ ადეკვატურ ხელფასებს, რითაც ცხოვრება შეიძლება“, ეწერა ერთ-ერთ ბანერზე. აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს ორი გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომიტინგეები აქციებს კვლავ გამართავენ.
პასუხად თეატრის ხელმძღვანელობაში განაცხადეს, რომ გაფიცული თანამშრომლების მიერ დასახელებული ხელფასი 500 ლარის უდენობით დეზინფორმაციაა. მინიმალური ხელფასი თეატრში შეადგენს 650 ლარს, მაქსიმალური კი – 1 350 ლარს. გარდა ამისა, თანამშრომლებს რეგულარულად უხდიან დამატებითაც. რაც შეეხებათ გათავისუფლებულ თანამშრომლებს, მათ გამოსაცდელი ვადა ჰქონდათ, განაცხადეს ოპერისა და ბალეტის ტეატრში,