თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ირანის თავდაცვის მინისტრმა მოჰამედ რეზა აშთიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი და ცეცხლი ღაზის სექტორში, იუწყება ირანული სააგენტო Tasnim.
„ვურჩევთ ამერიკელებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ომი და უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, თორემ სერიოზულ დარტყმას მიიღებენ“, — განაცხადა მინისტრმა.
ირანში მიაჩნიათ, რომ შეერთებული შტატები ჰამასსა და ისრაელს შორის მიმდინარე ომში „სამხედრო მონაწილეობას“ იღებს. ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ჰომეინი „ღაზაში სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე“ პასუხისმგებლობას აშშ-საც აკისრებს, ვინაიდან„ბევრიმონაცემიმეტყველებსიმაზე, რომსიონისტურირეჟიმისპოლიტიკასამ დღეებშიამერიკელებიარეგულირებენ“. როგორც აიათოლამ განაცხადა თუ ღაზაში ისრაელის სამხედრო დანაშაულები გაგრძელდება, მუსლიმების შეკავებას ვეღარავინ შეძლებს.