თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში დაწესებულების თანამშრომლები არასრულწოვანებზე, სავარაუდოდ, ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობდნენ, ასევე დამამცირებლად ეპყრობოდნენ მათ.
მომხარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.