მთავარია სისხლის ჯგუფი: როგორ შევარჩიოთ მეორე ნახევარი – ამერიკული კვლევა

Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. იმის გასარკვევად, რა სიძლიერის შეიძლება იყოს ლტოლვა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის, სისხლის ჯგუფები უნდა დაადგინოთ, ირწუნებიან ამერიკელი მკვლევარები.
მეცნიერები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ, რა კავშირი არსებობს სექსუალურ პარტნიორებსა და მათ ფიზიკურ თავსებადობას შორის, ძალიან საინტერესო დასკვნებამდე მივიდნენ. როგორც ირკვევა, ურთიერთობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონია, რომელი ჯგუფის სისხლი აქვს ქალს და რომელი — მამაკაცს.

თუ გაინტერესებთ, რა სახისა და რა სიძლიერის შეიძლება იყოს კავშირი თუ ლტოლვა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის, უპირველესად, დაადგინეთ სისხლის ჯგუფები და შემდეგ გაეცანით ამერიკელი სწავლულების კვლევის შედეგებს.

თუ ქალს აქვს:

I ჯგუფის სისხლი:
ეს ძლიერი და მიზანსწრაფული ქალია, რომლისთვისაც მისივე, I ჯგუფის სისხლის მქონე მამაკაცი ძალიან სახიფათოა. ამ ორის ურთიერთობა უფრო სამხედრო ოპერაციას ემგვანება, ვიდრე მოსიყვარულე გულების კავშირს.
მეორე ჯუფის სისხლის მქონე პრაქტიკული მამაკაცი —- აი, ვინ არის ასეთი ქალის ნამდვილი ზურგი და მტკიცე საყრდენი. სწორედ ასეთი წყვილები ქმნიან ყველაზე ძლიერ და ყველაზე ბედნიერ ოჯახებს.
მესამე ჯგუფის სისხლის მქონე მამაკაცები ასეთი ქალებისთვის ძალიან ქარაფშუტები და არასაიმედოები არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს კაცები მომხიბლავები კი არიან, მაგრამ იმავდროულად სახიფათოებიც.
აი „უხერხემლო რომანტიკოსები“ კი, ანუ მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე მამაკაცები, პირველ ჯგუფოსან ქალებს მხოლოდ აღიზიანებენ და არანაირად არ იზიდავენ.
II ჯგუფის სისხლი:
ეს მეუღლეთა ალიანსში ერთგული თანამოაზრე და თანამებრძოლი, მოხალისე დიასახლისი, აქტიური, შრომისმოყვარე და საიმედო ხელქვეითია, თუ მეორე ნახევრობას ძლიერი და თავადაჯერებული „პირველჯგუფოსანი“ მამაკაცი უწევს.
იგივე შეიძლება ითქვას მეორე ჯგუფის სისხლის მატარებელ მამაკაცთან ურთიერთობაზეც — ეს ორნი წინდახედული და საზრიანი რეალისტები არიან. და თუ ასეთ წყვილში მამაკაცი ცოტა უფროსი იქნება ქალზე, მათი ქორწინება იქნება სტაბილური და ბედნიერი.
ამ ქალს დიდ ხანს დაამახსოვრდება ხანმოკლე, თუმცა მხურვალე და მგზნებარე რომანი მესამე ჯგუფის სისხლის მამაკაცთან. აი ხანგრძლივად ერთად ცხოვრება კი მათთვის მხოლოდ მამაკაცის ღალატით იქნება სავსე.
მეოთხე ჯგუფის სისხლის მამაკაცი ასეთი ქალის ცხოვრებას კეთილშობილებასა და მაღალ მიზნებს შემატებს, რომლებსაც არა მარტო დიდი სიყვარულის, დიდი სიძულვილის გამოწვევაც შეუძლია.
III ჯგუფის სისხლი:
ასეთ ქალებს, როგორც წესი, აქვთ უდიდესი სურვილი, დაიპყრონ პირველჯგუფოსანი ძლიერი მამაკაცების გულები... მაგრამ მხოლოდ როგორც ნადავლი - ტროფეი, გასართობად და დროს გასატარებლად. ამგვარ ალიანსში ვერ იქნება ვერანაირი გრძნობები.
მეორე ჯგუფის სისხლის მამაკაცები ამ ქალებს სიმშვიდითა და ცხოვრებისეულ საკითხებში მეტად მიწიერი პოზიციით მიიზიდავენ.
მესამე ჯგუფისანი - ავანტიურიზმითა და გამომწვევი ქცევებით;
მეოთხე ჯგუფის რომანტიკოსები კი - იდუმალებითა და იდეალიზმით.
IV ჯგუფის სისხლი:
ასეთ ქალებს, რაღა თქმა უნდა, მოსწონთ ლიდერი მამაკაცები პირველი ჯგუფის სისხლით. სწორედ „პირველები“ არიან მათთვის იდეალები, სწორედ ასეთი მამაკაცები იმსახურებენ „მეოთხეების“ პატივისცემასა და აღფრთოვანებას. მაგრამ ამგვარი „ღმერთკაცების“ გვერდით საკუთარი უსუსურობის შეგრძნება მალე დაღლის ქალს და თავს მოაბეზრებს.
მეორე ჯგუფის სისხლის მამაკაცთან ურთიერთობა აბსოლუტურად იდეალურია. ეს მზრუნველი და მუდმივი დამცველი საყვარელ ქალს ჭეშმარიტ ბედნიერებას აჩუქებს. ქალი კი, თავის მხრივ, მთელ თავის ვნებასა და რომანტიკულ სულს მიუძღვნის ასეთ კაცს.
მესამე ჯგუფის სისხლის მამკაცების არასაიმედოობა და მერყევობა კიდეც აშინებთ მეოთხე ჯგუფის სისხლის ქალებს და იმავდროულად, იზიდავთ კიდეც. ამიტომ ასეთ კაცებთან ურთიერთობის დაწყებამდე კარგად დაფიქრებაა საჭირო. თვალდახუჭული გულში ჩახუტება შესაძლოა ძალიან სახიფათოც გამოდგეს.
მეოთხე ჯგუფის სისხლის მამაკაცთან ურთიერთობა „მეოთხე“ ქალს ბედნიერებას ვერ მოუტანს. მაგრამ თუ ქალი პარტნიორის ყველა თავისებურებას გაითვალისწინებს, მის ყველა პლუსსა და მინუსს შეაფასებს და რაიმე შეუძლებელს არ მოსთხოვს, მაშინ შესაძლოა კიდეც გამოვიდეს რამე ამ ურთიერთობიდან.

მოკლე რეზიუმე

მაგრამ რახან გულს ვერ უბრძანებ და შეკვეთით ვერავის შეიყვარებ — იქნება ეს სისხლის ჯგუფის გათვალისწინება თუ სხვა რამ, შევეცდებით მოკლედ მოვუთხროთ ქალბატონებს, რა უნდა გაითვალისწინონ ამა თუ იმ სისხლის ჯგუფის მქონე მამაკაცის მოსანადირებლად.

თუ მოგეწონათ მამაკაცი, რომელსაც აქვს:
I ჯგუფის სისხლი — შტურმით აიღეთ ასეთი მამაკაცი, ყოველგვარი დიპლომატიისა და გამოცანა-საიდუმლოებების გარეშე. გულწრფელად გამოუტყდით გრძნობებში და შესთავაზეთ რამე მომხიბლავი: მოუმზადეთ რომანტიკული საღამო და მგზნებარე სიყვარული დაატეხეთ თავს.
II ჯგუფის სისხლი — ამ შემთხვევეში საუკეთესო იარაღი სავარაუდო მეტოქე ქალბატონების წინააღმდეგ - ეს თქვენს რჩეულთან სულიერი სიახლოვეა. დაანახეთ, რომ თქვენ უკეთესად გესმით მისი, ვიდრე ვინმე სხვას და რომ სრულად იზიარებთ მის ინტერესებს.
ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. ეს თავად მამაკაცმა უნდა გაიაზროს, რომ თქვენზე უკეთესს ვერ იპოვის. და არავითარ შემთხვევაში არ მოაბეზროთ თავი ისეთი ფრაზებით, როგორებიცაა: „მითხარი, რომ გიყვარვარ“, და „როდის ვიქნებით ერთად?“
III ჯგუფის სისხლი — ნუ მოაბეზრებთ თავს ასეთ მამაკაცს იმის ჩვენებით, რომ უბრალოდ კი არ უსმენთ, არამედ გულის ფიცარზე იწერთ მის ყველა სიტყვას; რომ გახსოვთ ყველა მისი წარმატება და ამიტომ ხშირად იმსახურებს ხოტბას.
ასეთ მამაკაცთან ურთიერთობაში თქვენ მხოლოდ გულწრფელობა და სპონტანური ქმედებები დაგეხმარებათ.
IV ჯგუფის სისხლი — მნიშვნელობა არ აქვს, რას საქმიანობს და რითაა დაკავებული ასეთი მამაკაცი. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებს, გენიალურია, რომ ყველაფერში შეუცვლელია! მიეცით მას გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება და გამუდმებით აღფრთოვანდით მისით. და არასდროს, არასდროს მოითხოვოთ მისგან რამე პირდაპირ.
თუ გადაწყვეტთ, რომ ასეთი კაცის მეუღლე გახდეთ, აუცილებლად დაუმეგობრდით მის ნათესავებსა და მეგობრებს. გააკეთეთ ისე, რომ სწორედ თავისმა ახლობლებმა უკიჟინონ, რამდენად გამორჩეული და განუმეორებელი ბრძანდებით. აი მაშინ კი თავადვე გაალღობს ყინულს თქვენს ურთიერთობებში.