ხუთი ოქრო! ქართველი კუდოისტების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

ტურნირში საქართველოდან ექვსი კუდოისტი მონაწილეობდა.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ხუთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი - ასეთი შედეგით დაამთავრა საქართველოს კუდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 28-30 ოქტომბერს ლიეტუვის ქალაქ კაუნასში ჩატარდა.
კონტინენტის პირველობაში ევროპის 13 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატის ოქრო მოიპოვეს ლევან დარასელიამ, თორნიკე კურტანიძემ, სერდარ კარაპეტიანმა, ვასილ დვალაძემ და გიორგი ჟვანიამ. ბრინჯაო რომეო გაბლაიამ მოიპოვა.
ლევან დარასელიამ ოქრო უფროსებს შორის წონით კატეგორიაში „230" მოიპოვა (U-19).
კუდოს შეჯიბრებებში არატრადიციულ წონით კატეგორიებს იყენებენ, ხოლო ძალის კოეფიციენტი ერთეულებში იზომება ფორმულით „სიმაღლე+წონა=ძალის კოეფიციენტის ერთეულს": 190 ერთეული, 200 ერთეული, 210 ერთეული, 220 ერთეული, 230 ერთეული, 240 ერთეული, 250 ერთეული, 250+ ერთეული.
სულ ტურნირში საქართველოდან ექვსი კუდოისტი მონაწილეობდა.