ზახაროვა: მოსკოვი მიესალმება თბილისში ფაშინიანისა და ასადოვის შეხვედრას

Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვი მიესალმება კონტაქტებს, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობას შეამცირებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას.
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერებმა — ნიკოლ ფაშინიანმა და ალი ასადოვმა, საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, 26 ოქტომბერს თბილისის მახლობლად, მუხრანში გამართეს შეხვედრა.
„ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ნებისმიერ კონტაქტს, რომელიც ხელს შეუწყობს ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობის ან გაღიზიანების მოხსნას“, — აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, ეს ეხება ყველაფერს, რაც სარგებელს მოუტანს მხარეებსა და მთლიანად რეგიონს.
ამასთან, ზახაროვას განმარტებით, მოსკოვი გამომდინარეობს იქიდან, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის საგზაო რუკად სამმხრივი შეთანხმებების კომპლექსი რჩება, რომლებიც 2020-დან 2022 წლამდე მიიღეს, და რომლებიც მხარეთა მიერ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვას, საზღვრების დემილიტარიზაციასა და ბევრ სხვა საკითხს მოიცავს.