მსოფლიო დღეს

მბასოგომ პუტინს „რუსეთი-აფრიკის“ სამიტის ჩასატარებლად ეკვატორული გვინეა შესთავაზა

Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ეკვატორული გვინეის პრეზიდენტმა თეოდორო ობიან ნგემა მბასოგომ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს თავისი ქვეყანა რუსეთი-აფრიკის შემდეგი სამიტისთვის პლატფორმად შესთავაზა, იუწყება „რია ნოვოსტი“.

„ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვთხოვე, მისცეს ეკვატორულ გვინეას შესაძლებლობა, უმასპინძლოს რუსეთ-აფრიკის შემდგომ სამიტს, თუ მისი გამართვა შესაძლებელია აფრიკის კონტინენტზე“, — თქვა მბასოგომ.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის კონფერენციები და აქვს ინფრასტრუქტურა ფორუმის მასპინძლობისთვის.
ამასთან ეკვატორული გვინეის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მის ქვეყანას ხელი არ აქვს მოწერილი საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ხელშეკრულებაზე, რომელმაც მანამდე ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ბელოვას დაკავებაზე ორდერი გასცა.
„ეკვატორული გვინეა <...> ყველა გაგებით უარყოფს ამ დოკუმენტს და ქვეყნების სურვილს, მოახვიონ თავიანთი ნება სხვებს. ეკვატორული გვინეა არის თავისუფალი, უსაფრთხო სივრცე და ჩვენ არ მოვითმენთ სხვა სახელმწიფოების ჩარევას", — აღნიშნა მან.
პუტინისა და მბასოგოს შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართა მოსკოვში. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთსა და ეკვატორულ გვინეას თანამშრომლობის კარგი პერსპექტივები აქვთ. მან ცალკე ხაზი გაუსვა მოსკოვის ინტერესს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე.
რუსეთ-აფრიკის მეორე სამიტი და ეკონომიკური ფორუმი 27-28 ივლისს გაიმართა სანქტ-პეტერბურგში. შეხვედრის მონაწილეებმა161 ხელშეკრულება გააფორმეს და ხუთი ძირითადი დოკუმენტი მიიღეს. გარდა ამისა, პუტინის თანდასწრებით ხელი მოეწერა ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოსკოვსა და აფრიკის ინტეგრაციულ ასოციაციებს შორის.