თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი საკუთარ სახლში დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი"
კლინიკის ტერიტორიიდან პატიმრების გაქცევის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს, 1 ნოემბერს გავრცელდა - საბადრაგო სამსახურს პატიმრები დაწესებულებაში სამედიცინო გამოკვლევაზე ჰყავდა მიყვანილი.
ტელეკომპანიის ექსკლუზიური ინფორმაციით, გაქცევის შემდეგ 18 წელს მიუღწეველი პატიმარი საკუთარ სახლში წავიდა, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. კიდევ ორი გაქცეული პატიმრის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.
გუშინ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გაქცეულ პატიმრებს პოლიციისთვის ჩაბარებისკენ მოუწოდა.