თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ სანქციებით ზეწოლა დასავლეთის მხრიდან გაძლიერდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეკონომიკურ საკითხებზე თათბირის დროს.
„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დასავლეთიდან სანქციებით ზეწოლა გაძლიერდება. გასულ წლებში მათ, ჩვენმა ე.წ. პარტნიორებმა, სანქციების უთვალავი რაოდენობა უკვე მიიღეს. უკვე თვითონ დაიბნნენ ამ სანქციებში, ცდილობდნენ ჩვენს დასჯას და შედეგად, როგორც ვხედავთ - სრულიად ცხადია, სტატისტიკით ჩანს - საკუთარ ეკონომიკას დაარტყეს, სამუშაო ადგილებს", - განაცხადა პუტინმა, იუწყება РИА Новости.
დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება 2021 წლის თებერვალში უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დაიწყეს. მაშინ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის.