თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ამიერიდან პირი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში იმგვარ სამოსს ჩაიცვამს, რომელიც სახეს ფარავს და პიროვნების ამოცნობას უშლის ხელს, 405-დან 810 დოლარამდე თანხით დაჯარიმდება, ნათქვამია უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა უკვე მოაწერა ხელი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას. კანონი გამოქვეყნების დღიდან შედის ძალაში.
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, გამონაკლისი შეიძლება იყოს ტანსაცმელი, რომელიც სახეს სამედიცინო დიაგნოზის ან ექიმის დანიშნულების გამო, ასევე სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ფარავს.
მანამდე უზბეკეთის პარლამენტის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ ეს ცვლილება ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებების ეფექტურობის გაზრდის მიზნით მიიღებოდა.
პარლამენტში აღნიშნეს, რომ სახის დამფარავი ტანსაცმლის ტარების აკრძალვა ევროპის რიგ ქვეყნებში, ასევე ყაზახეთში, მაროკოში, ინდოეთსა და ინდონეზიაში მსგავს გამოცდილებას ეფუძნება.