საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა თბილისიდან 170 კილომეტრში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 23 კილომეტრში, სოფელ ფოკასთან 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები თბილისის დროით 19:27 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 5 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.