პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს თავს დაესხნენ

თავდამსხმელს ბრალი დისკრიმინაციის მუხლით წარედგინა
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. პოლონეთში, გდანსკის ცენტრში საქართველოს მოქალაქეს თავს დაესხნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცს თავის არეში დაზიანებები პოლონეთის მოქალაქემ მიაყენა.
დაშავებული „სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
თავდასხმაში ბრალდებული 41 წლის პირი პოლიციამ უკვე დაკავებულია. მას ბრალი დისკრიმინაციის მუხლით წაუყენეს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.