მესიმ მერვე „ოქროს ბურთი“ მიიღო – ფოტო

„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელი ლიონელ მესი მერვეჯერ გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი
Sputnik
ღონისძიება გაიმართა პარიზში, „შატლეს“ თეატრში. ხმის მიცემით შერჩეულ ტოპ სამ ფეხბურთელს შორის მოხვდნენ კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენიდან“ და ერლინ ჰაალანდი „მანჩესტერ სიტიდან“.
2023 წლის აგვისტოს დასაწყისიდან არგენტინელი ფეხბურთელი ამერიკული გუნდის, „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს. წინა სეზონზე მან საფრანგეთის ჩემპიონობა მოიპოვა „პარი სენ-ჟერმენში“. არგენტინის ნაკრებში მან ასევე დიდი შრომა ჩადო, მისი წყალობით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა, რის შედეგადაც მესი ტურნირის ყველაზე ძვირფას მოთამაშედ დასახელდა.
1 / 10

ლიონელ მესიმ უკვე მერვეჯერ მოიპოვა „ოქროს ბურთი“

2 / 10

დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს პარიზში, შატლეს თეატრში გაიმართა

3 / 10

მეორე ადგილი „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელ ფორვარდ ერლინგ ჰაალანდს ერგო

4 / 10

მესამეზე კი ფრანგი კილიან მბაპე გავიდა

5 / 10

„ნაპოლის“ ცენტრალურმა მცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი მე-17 ადგილი დაიკავა

6 / 10

ქალებს შორის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა აიტანა ბონმატი „ბარსელონადან“

7 / 10

„ოქროს ბურთი“ ყოველწლიური საფეხბურთო დაჯილდოების ცერემონიაა

8 / 10

რომელიც პირველად ფრანგულმა ჟურნალმა France Football 1956 წელს დააფუძნა

9 / 10

ჯილდო France Football-ის მთავარმა რედაქტორმა გაბრიელ ანომ დააწესა

10 / 10

თავდაპირველად გამარჯვებულს ირჩევდა 25 ევროპელი ჟურნალისტი. დღეს გამარჯვებულის გამოვლენაზე პასუხისმგებელია 96 ჟურნალისტი მთელი მსოფლიოდან