თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა - ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, წინ მიმავალმა ავტომანქანამ მოულოდნელად შეიცვალა სამოძრაო ზოლი, რა დროსაც უკნიდან მას მოტოციკლი დაეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
დაღუპული სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.