ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა (U-23) მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ოქროს მედლით დაასრულა

ერთადერთი ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს გიორგი თოხაძემ მოუტანა.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ოქროს მედალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე 23 წლამდელთა შორის გიორგი თოხაძემ (55 კგ) მოიპოვა. შეჯიბრება ალბანეთის დედაქალაქში 29 ოქტომბერს დასრულდა.
მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ტირანაში 23 ოქტომბერს დაიწყო.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში ყაზახ იშხან კურბაევს სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ერთადერთი ოქრო მოუტანა.
კვირას ხვიჩა ანანიძემ (77 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო 28 ოქტომბერს რომეო ბერიძემ (60 კგ) – ვერცხლის მედალი. მან თურქ სპორტსმენს მერთ ილბარსს 3:1 სძლია.
რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, აქ გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.