მსოფლიო დღეს

კამალა ჰარისი: აშშ-ის ჩექმები ისრაელისა და ღაზის მიწებზე არ გაივლის

Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი − Sputnik. შეერთებული შტატები ისრაელში ან ღაზის სექტორში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს, განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა CBS News-ის გადაცემა „60 წუთში“.

„ჩვენ არ გვაქვს აბსოლუტურად არანაირი განზრახვა ან გეგმა, რომ ისრაელში ან ღაზის სექტორში ჯარები გავგზავნოთ“, − უპასუხა ჰარისმა წამყვანის შეკითხვას, ჩაერთვება თუ არა აშშ ომში იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი–„ჰამასის“ დაპირისპირება რეგიონულ კონფლიქტში გადაიზრდება.

ამასთან ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ ისრაელს არ კარნახობს როგორ მოიქცეს, თუმცა რჩევებით, აღჭურვილობითა და დიპლომატიური მხარდაჭერით ეხმარება.
როგორც ჰარისმა აღნიშნა, აშშ-ს სურს, რომ კონფლიქტის შემდგომი გამწვავება არ დაუშვას, მაგრამ ეს ძალიან რთული საქმეა, ვინაიდან ბოლო ორ კვირაში ლიბანსა და იემენში ირანის მარიონეტი „ჰესბოლა“ და ჰუსიტები გააქტიურდნენ, რომლებიც რაკეტებითა და დრონებით ცხრილავენ ისრაელს. გარდა ამისა, ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალები სირიასა და ერაყში განთავსებულ ამერიკულ ჯარებსაც დაესხნენ თავს, რასაც შეერთებულმა შტატებმა ავიაშეტევებით უპასუხა.
კამალა ჰარისმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ირანი, არ ჩაერიოს ისრაელი–„ჰამასის“ ომში და აღნიშნა, რომ პენტაგონმა უკვე განათავსა რეგიონში მოიერიშე ავიამზიდების ორი შთამბეჭდავი დაჯგუფება.
წყარო: CBS News