მსოფლიო დღეს

სროლა ჰელოუინზე აშშ-ში: ორი ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა

სროლამდე ადამიანთა ორ ჯგუფს შორის ჩხუბი მოხდა.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ფლორიდაში ჰელოუინის დღესასწაულის დროს სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 18 გადაყვანილია საავადმყოფოში, იუწყება ადგილობრივი სატელევიზიო არხი WFLA, რომელიც ეკუთვნის NBC-ს, პოლიციაზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიის ცნობით, ინციდენტი მოხდა კვირას ტამპაში, იბორ სიტიში, სროლამდე ორ ჯგუფს შორის ჩხუბი მოხდა.
„სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 18 ჰოსპიტალიზებულია“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
ტელეარხი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაზარალებულები სადღესასწაულო კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი. როდესაც სროლა მოხდა, პოლიციის თანამშრომლები უკვე ადგილზე იყვნენ, არცერთი მათგანი არ დაშავებულა, აღნიშნავს ტელეკომპანია.