TIAF 2023: თბილისში ფესტივალზე ასობით ანიმაციურ ფილმს წარადგენენ

ფესტივალზე მთელი მსოფლიოდან ანიმაციური ფილმების საკონკურსო პროგრამა იქნება წარმოდგენილი
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. კინოთეატრ „ამირანში“ 2 ნოემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით თბილისის მეექვსე საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი TIAF 2023 (Tbilisi International Animation Festival) ჩატარდება, მათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალის მიზანია თანამედროვე ანიმაციური ხელოვნების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევების წარმოჩენა, ანიმაციის მხატვრული სფეროს პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
ღონისძიება მოიცავს ასობით ანიმაციური ფილმის ჩვენებებს, ვორქშოპებს, ფილმის ავტორებთან შეხვედრებს, გამოფენებს და სხვა აქტივობებს.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ჩვენებების პროგრამა მალე გამოქვეყნდება.