ნინი ბრეგვაძე ამერიკულ „ვოისში“ მომდევნო ეტაპზე გადავიდა

მენტორმა ნაილ ჰორანმა არჩევანი ქართველ გოგონაზე შეაჩერა.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძემ აშშ-ში პროექტ „ვოისში" (The Voice USA 2023) „რინგის" ეტაპი წარმატებით გაიარა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
ნინი ბრეგვაძემ და მისმა კონკურენტმა სოფია ჰოფმანმა Blondie-ს სიმღერა Heart Of Glass შეასრულეს. პროექტის ყველა მენტორი აღფრთოვანებული იყო გოგონების შესრულებით, მაგრამ მათმა მენტორმა ნაილ ჰორანმა არჩევანი ქართველ გოგონაზე შეაჩერა.
ნინი ბრეგვაძეზე ქართველმა მსმენელმა პირველად მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის შემდეგ გაიცნო. ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელშიც ნინი გამოჩნდა, იყო ქართული „ვოისი“. აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძე ახლა Nini Iris-ის ფსევდონიმით გამოდის.
ნინი უკვე შვიდი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს.