მსოფლიო დღეს

ყაზახეთში აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა

18 მეშახტის ძებნა ამ დრომდე გრძელდება
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ყაზახეთში, ყარაგანდას რეგიონში კოსტენკოს სახელობის შახტზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, იუწყება „რია ნოვოსტი“ რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.
მაღაროში აფეთქება გამთენიისას მოხდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 22 გარდაცვლილის შესახებ. 252-დან 208 მეშახტე ამოიყვანეს ზედაპირზე, მათგან 18-მა სამედიცინო დახმარებას მიმართა.
„აღმოჩენილია 28 დაღუპულის ცხედარი, 18 მაღაროელის ძებნა გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 29 ოქტომბერი ყაზახეთში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. მომხდარის გარემოებების გასარკვევად შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი ხელმძღვანელობს.
ავარიის ფაქტზე რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ წინასწარი გამოძიება „სამთო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის“ მუხლით დაიწყო, აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.