თბილისში ნოემბერში წიგნის ფესტივალი Tbilisi Book Days 2023 გაიმართება

ფესტივალის პროგრამა იქნება დატვირთული როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული ღონისძიებებით.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცეში 10-12 ნოემბერს წიგნების ბაზრობა „თბილისის წიგნის დღეები“ (Tbilisi Book Days 2023) გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალის მიზანია შექმნას ისეთი გარემო ყველა ასაკის ვიზიტორისთვის, რომელიც იქნება დატვირთული როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული ღონისძიებებით.
ტრადიციულად, ღონისძიებაზე სტუმრებს ყველაზე ცნობილი ქართული გამომცემლობების წიგნების დათვალიერების საშუალება ექნებათ.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, იქნება ფასდაკლებებიც, რომლებიც გულგრილს არ დატოვებს ფესტივალის სტუმრებს.