მსოფლიო დღეს

გაერო: ისრაელი შესაძლოა ომის დანაშაულებს სჩადიოდეს

Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი − Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეშფოთებულია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტში ომის დანაშაულების ჩადენით, განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა სამმართველოს (ORCHR) პრეს-მდივანმა რავინა შამდასანიმ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რომ ხდება ომის დანაშაულები. ჩვენ გვაშფოთებს ღაზის მცხოვრებთა კოლექტიური დასჯა „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმაზე პასუხად, რაც ასევე უთანაბრდება ომის დანაშაულს“, − აღნიშნა შამდასანიმ.

მანამდე ORCHR-ში აღნიშნეს, რომ იწყებენ ომის შესაძლო დანაშაულების გამოძიებას, რომლებიც 7 ოქტომბრიდან ხდება. მათ შორის, ისრაელის სამხრეთზე „ჰამასის“ თავდასხმას, რა დროსაც 1400 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 233 ტყვედ აიყვანეს; ასევე ისრაელის რეაქციას, რომელმაც ღაზის სექტორში საჰაერო ოპერაციები წამოიწყო „ჰამასის“ განადგურების მიზნით.
წყარო: Times of Israel