საქართველოში უქმეებზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. 30 ოქტომბრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მცირე ნალექი, შესაძლოა, მხოლოდ ცალკეულ რაიონებში აღინიშნოს.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 25-27 გრადუსი იქნება.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 25-27 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 26-28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში კი (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) ზოგან, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-19 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსები 27-29 ოქტომბერს ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) პლუს 24-26 გრადუს სითბოს ვარაუდობენ. მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
უქმეებზე კახეთშიც (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა პლუს 24-26 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22-24 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მზიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-19 გრადუსი დაფიქსირდება.