თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ორი ქართველი მოჭადრაკე ქალი, მსოფლიო გუნდური პირველობის გამარჯვებულები ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი კუნძულ მენზე FIDE-ს წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირში Grand Swiss and Women's Grand Swiss 2023 ითამაშებენ, იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
შეჯიბრება 26 ოქტომბრიდან 11 ტურად და ორ ტურნირად ჩატარდება: ღია და ქალთა ტურნირი შვეიცარიული სისტემით. ორივე ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 600 ათასი დოლარი.
ღია ტურნირში გამოვა 114 მონაწილე, მათ შორის 106 დიდოსტატი. ქალთა შორის იქნება 50 მონაწილე და აქედან 43 დიდოსტატი.
Grand Swiss საჩემპიონო ციკლის ეტაპია. გათამაშდება პრეტენდენტების ორ-ორი საგზური როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის.