პალესტინის ლიდერი მალე რუსეთს ეწვევა

Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მალე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა რუსეთს, სადაც „კონსტრუქციული საუბარი“ გაიმართება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა.

„აბასი მალე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა მოსკოვს. შედგება მოლაპარაკებები ვლადიმირ პუტინთან. განვეწყობით კონსტრუქციული საუბრისთვის იმის შესახებ, თუ რა მოხდება შემდეგ, რადგან მოკლულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. იღუპებიან უდანაშაულო ბავშვები“, − აღნიშნა ბოგდანოვმა.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა ეს ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ფიზიკურ განადგურებაში არ უნდა გამოიხატებოდეს.