ახალგაზრდებს საქართველოდან ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე იწვევენ

ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალში მონაწილეობაზე 160 ათასზე მეტი განცხადებაა მიღებული.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მცხოვრებლებს იწვევენ რუსეთში მასშტაბურ ღონისძიებაზე - ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე. ამის შესახებ Sputnik-საქართველოს განუცხადა საქართველოში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის ეროვნული მოსამზადებელი კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბეჟენცევმა.
ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალი სოჭში 2024 წლის 1-7 მარტს გაიმართება. თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა - ამ წელს ოლიმპიური თამაშების 10 წლისთავია, ამიტომ ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ტერიტორია ოლიმპიური პარკი იქნება.
ფესტივალის მიზანია პლანეტის პროგრესული ახალგაზრდების გაერთიანება, რომელთათვისაც ჩვენი მომავალი სულერთი არ არის.
ამ მიზნით დაგეგმილია რიგი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებები დისკუსიების ფორმატში, რათა მონაწილეებთან განიხილონ ახალგაზრდების განვითარების საკვანძო პრობლემები უფრო სამართლიან, დემოკრატიულ, მრავალპოლარულ მსოფლიო წესრიგზე გადასვლის კონტექსტში
ამ დროისთვის განაცხადი შესულია 180 ქვეყნიდან, მიღებულია 160 ათასზე მეტი განცხადება. სულ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 18-დან 35 წლამდე დაახლოებით 20 ათასი ადამიანი. აქედან 10 ათასი - რუსეთიდან და კიდევ 10 ათასი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან.
„ფესტივალის მონაწილე გახდებიან ახალგაზრდა ლიდერები, საერთაშორისო თანამშრომლობის, ბიზნესის, კულტურის, სპორტის, მედიის, ქველმოქმედებისა და სხვა სფეროების სპეციალისტები", - განაცხადა ბეჟენცევმა.
ღონისძიებაში ასევე შეძლებენ მონაწილეობის მიღებას 14-დან 17 წლამდე მოზარდები - 500 რუსეთიდან და 500 - სხვა ქვეყნებიდან.
„ღონისძიება ჩატარდება მონაწილეების ფართო გეოგრაფიის გათვალისწინებით და შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის - ამერიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ა.შ. განვითარების პრობლემებს. უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიების ოფიციალური ენა არ იქნება მხოლო რუსული, არამედ ასევე ინგლისური, არაბული, ესპანური, ფრანგული, ჩინური. ასე რომ, მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი არაა, მხოლოდ რუსული ენა იცოდე", - განმარტა ბეჟენცევმა.
მან აღნიშნა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ღონისძიებაზე იპოვოს ის, რაც მას მოსწონს. ჩატარდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, კულტურული პროგრამა, მოეწყობა სადისკუსიო სივრცეები.
რაც შეეხება საქართველოს, წელს კვოტა განსაზღვრულია - მონაწილეობას დაახლოებით 40 ადამიანი შეძლებს. თუმცა, ბეჟენცევმა დასძინა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ადგილების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ასევე 2017 წლის ფესტივალის ქართული დელეგაციის მონაწილეებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ღონისძიებას კვლავ დაესწრონ.
ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის ეროვნული მოსამზადებელი კომიტეტში, რომელიც უკვე დაახლოებით ერთი თვეა, მუშაობს, საქართველოდან უკვე მრავალი განაცხადი შევიდა.
რეგისტრაციის ვადა 1 დეკემბრამდეა. მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა გაიგზავნოს ამ ვებ-გვერდზე.
ფესტივალში მონაწილეობის ხარჯებს ორგანიზატორები იღებენ თავიანთ თავზე.
დამატებითი კითხვებისთვის შესაძლებელია მიმართოთ ორგანიზატორებს ელფოსტით festival.gruzia@yandex.ru.