თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრები გერმანიაში იმყოფება, სადაც საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ წვრთნებს გადის.
ევროპის ჩემპიონატი მონპელიეში 3-5 ნოემბერს ჩატარდება, რომელზეც ნეიტრალური სტატუსით 17 რუსი სპორტსმენიც იასპარეზებს.
ორ წონით კატეგორიაში (90 კგ და +100 კგ) საქართველოს ნაკრები არა ერთი, არამედ ორი ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი თითოეულში.
საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა (ვაჟები)
60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
81კგ: ტატო გრიგალაშვილი (ევროპის მოქმედი ჩემპიონი)
90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ევროპის მოქმედი ჩემპიონი)
100 კგ: ილია სულამანიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი.
ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასახელებულა ქალთა ნაკრების შემადგენლობა. სავარაუდოდ, ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.