თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

გოგი ჩიქოვანი აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის აპრილიდან მუშაობდა.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად კახა აბულაძე დაინიშნა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის მერმა კახა კალაძემ სააგენტოს ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელად დანიშნა.
კახა აბულაძე ამ დრომდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოში" მუშაობდა.
თბილისში 180 საჯარო და კერძო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 62 ათასამდე ბავშვია რეგისტრირებული.