თბილისში ოპოზიციამ „საცობების“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა - ვიდეო

სამუშაო დღეებში ე.წ. საცობები და უმოძრაობა თბილისის ყველა უბნის პრობლემად იქცა. გზები გადატვირთულია, რაც ქალაქის მკვიდრების უკმაყოფილებას და გაბრაზებას იწვევს.
Sputnik
ოპოზიციამ ოთხშაბათს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა „საცობებისა“ და გადატვირთული გზების პრობლემის მოგვარების მოთხოვნით. ამავდროულად, მიუხედავად საწვავზე ფასების ზრდისა, თბილისელები უარს არ ამბობენ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებაზე.