თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ლონდონის მეტროს ხელმძღვანელობამ სამსახურს დროებით ჩამოაშორა მემანქანე, რომელიც მგზავრთა პროვოცირებას შეეცადა მიმართვით „თავისუფლება პალესტინას“, იუწყება ლონდონის სატრანსპორტო კომპანია (Transport for London - TfL).
აღსანიშნავია, რომ ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ბრიტანეთის დედაქალაქში პალესტინის მხარდამჭერთა 100 ათასიანი დემონსტრაცია გაიმართა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს და ისმის, როგორ მიმართავს მემანქანე შიდა რადიოკავშირით მგზავრებს სიტყვებით „თავისუფლება, თავისუფლება“, ისინი კი პასუხად „პალესტინას“ ყვირიან.
აღინიშნება, რომ სწორედ ასეთი სკანდირებაა პოპულარული პროპალესტინურ დემონსტრაციებზე.
„ჩვენ სასწრაფოდ და დეტალურად შევისწავლეთ ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, თუ როგორ იყენებს მემანქანე ხმამაღალი კავშირის სისტემას და ცენტრალურ ხაზზე მოძრავ მატარებელში სკანდირებს. მემანქანე უკვე იდენტიფიცირებულია და ჩამოშორებულია სამსახურს, სანამ ინციდენტის გამოძიებას განვაგრძობთ ჩვენი პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად “, — განაცხადა TfL-ის დირექტორმა გლინ ბარტონმა.
ბრიტანეთში ისრაელის საელჩოს განცხადებით, ისინი „ღრმად შეშფოთებული არიან ასეთი „არატოლერანტობის გამოვლენით“ ლონდონის მეტროში.