ლავროვი: საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესებით მოქმედებს

Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველა თავის ქმედებაში ეროვნული ინტერესებიდან გამოდის, რაც არაერთხელ დადასტურდა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმა „3+3“-ის მინისტრთა შეხვედრის შემდეგ.

„ყველა შეთანხმდა, რომ საქართველოსთვის ჩვენს ფორმატში კარი ღია რჩება. ჩვენ გვესმის, რატომ იკავებს საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერჯერობით თავს „ექვსეულში" გაწევრიანებისგან. ვაფასებთ, რომ თბილისი ამის მომავალში შესაძლებლობიდან ამოდის. ყველა ვითარებაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყველა თავის ქმედებაში ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამოდის, რაც არაერთხელ დაამტკიცა“, — განაცხადა ლავროვმა.

„3+3“ ფორმატის შეხვედრების გამართვის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი მონაწილეობდნენ.
მორიგი შეხვედრა ორშაბათს თეირანში შედგა. ქართულმა მხარემ, ისევე, როგორც წინა ჯერზე, ახლაც უარი თქვა დისკუსიაში მონაწილეობაზე.
საქართველო აღნიშნულ ფორმატში რუსული ფაქტორის გამო არ ერთვება. თავის მხრივ, რუსეთი ამ მექანიზმს ძალიან მნიშვნელოვან, პერსპექტიულ ფორმატად მიიჩნევს, სადაც რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვაა შესაძლებელი რეგიონის სახელმწიფოების მონაწილეობით.