ახმეტა-ალვანის გზაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

გადაბრუნდა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, სადაც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
არსებული ინფორმაციით, გადაბრუნდა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა.
სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული არასრულწლოვნები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მოზარდებს მოტეხილობები და მუცლის დახურული ტრავმები აღენიშნებათ, მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
ტელეკომპანიის ცნობით, ადგილზე საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან.