თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებამ 154 მლნ ევროს მიაღწია და ეს თავისებური რეკორდია. მონაცემებს ავტორიტეტული გერმანული პორტალი Transfermarkt ავრცელებს.
გუნდის მოთამაშეების საერთო ღირებულება 2022 წლის დეკემბერში 114,75 მლნ ევრო იყო.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების სიას იტალიური „ნაპოლის" ვინგერი, 22 წლის ხვიჩა კვარაცხელია უდგას სათავეში. მისთვის მომავალმა კლუბმა სულ მცირე 85 მლნ ევრო უნდა გადაიხადოს.
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ხუთეული:
ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი" – 85 მლნ ევრო;
გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია" – 30 მლნ ევრო;
გიორგი მიქაუტაძე, „აიაქსი" – 10 მლნ ევრო;
ზურიკო დავითაშვილი, „ბორდო" – 3 მლნ ევრო;
საბა საზონოვი, „ტორინო" – 3 მლნ ევრო.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების (U21) მოთამაშეთა ღირებულება 6,2 მლნ ევრომდე გაიზარდა. აქ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს ლუკა გაგნიძე (მოსკოვის „დინამო") ლიდერობს – 2 მლნ ევრო.
Transfermarkt-მა მოთამაშეებისა და გუნდების შეფასება 2000 წელს დაიწყო. აქამდე გრაფაში "საქართველოს ნაკრები" თანხა საშუალოდ 30-დან 55 მლნ ევრომდე მერყეობდა.