თბილისში შვიდი ათასი აბონენტი გაზის გარეშე დარჩება

გაზმომარაგების აღდგენა ორშაბათს, 23 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, ვაზისუბნის რაიონის მცხოვრებლები 22 ოქტომბერს 23:00 საათიდან სკვერში სარემონტო სამუშაოების გამო გაზის გარეშე დარჩებიან, იუწყება „პირველი არხი“.
გაზმომარაგება შეუწყდება ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრორაიონის ზოგიერთ საცხოვრებელ კორპუსს, ასევე შალვა მშველიძის, თეოფანე დავითაიას, აჩაბეთის, ხელოვანთა, ელიას მთის, ქისის და სხვა ქუჩებს.
გაზმომარაგების აღდგენა ორშაბათს, 23 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე დასრულდება.