თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2023 წლის იანვარი–სექტემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 10%-ით გაიზარდა და 1,8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 10,3%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა – 2023 წლის იანვარი–სექტემბერი
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 511,8 | 10,3 |
იმპორტი | 1 364,3 | 9,7 |
სულ | 1 876,0 | 9,8 |
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: 88,7 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 61,1 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 48 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, თითქმის 36,4 ათასი ტონა ფეროშენადნობები, ასევე 4,9 ათასი ტონა მსუბუქი ავტომობილი და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წლის იანვარი–სექტემბერი
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
ღვინო | 129,1 | 18,0 |
მსუბუქი ავტომობილები | 66,9 | 46,2 |
მინერალური წყალი | 48,5 | 40,4 |
გაზიანი სასმელები | 47,8 | 85,8 |
ფეროშენადნობები | 45,7 | -56,6 |
რუსეთიდან შემოვიდა 674,3 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 370,4 ათასი ტონა გაზი, 141,7 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი, 79 ათასი ტონა ბოთლი და მინის ტარა, 61 ათასი ტონა ნახშირბადოვანი ფოლადი (დაუმუშავებელი) და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წლის იანვარი–სექტემბერი
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
ნავთობპროდუქტი | 477,6 | 11,1 |
გაზი | 98,7 | 111,9 |
ბოთლები და ტარა | 38,2 | 53,4 |
ხორბალი | 37,8 | 5,5 |
ნახშირბადოვანი ფოლადი | 36,2 | 72,8 |
2022 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც52,3%-ით მეტია2021 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა6,8%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში– 79,4%-ით.