თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისი-სამტრედიის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
თვითმხილველების ინფორმაციით, ეკიპაჟს პაციენტი არ გადაჰყავდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.