თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის” ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან” მატჩში დუბლი გააფორმა, შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში უკვე სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების მატჩების ჩათვლით, ხვიჩამ ზედიზედ სამ მატჩში გოლის გატანა მოახერხა.