სამტრედიაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს

გამორიცხული არ არის, რომ მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სამტრედიაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი კობა მეფარიშვილი, მეტსახელად „ყრუ" მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეფარიშვილის სახელი წარსულში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას უკავშირდება; გამორიცხული არ არის, რომ მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.
მკვლელობა გუშინ, ღამით სამტრედიის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.