თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ახალ სეზონში ითამაშებს, რომელიც 4–5 ნოემბერს დაიწყება.
„რაგბი ევროპის“ სუპერთასის 2023 წლის სეზონში რვა გუნდი მონაწილეობს. თუ წინა გათამაშებების დროს ჯგუფები რეგიონული პრინციპით კომპლექტდებოდნენ, ამჯერად გუნდები გასული ორი გათამაშების რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან.
„რაგბი ევროპის“ გათამაშების ორგზის გამარჯებული „შავი ლომი“ A ჯგუფში მოხვდა. სპორტსმენებს საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მოამზადებს.
ახალი სეზონი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწყება და ნოემბერ–დეკემბერში ჩატარდება. ჯგუფური ეტაპი სამ კვირას გაგრძელდება. თითოეული გუნდი სამ თამაშს გამართავს. „შავი ლომი“ ერთ მატჩს სახლში, ხოლო ორს სტუმრად ითამაშებს.
პირველი ტური, 4–5 ნოემბერი
„შავი ლომი“ – „კასტილია“
„ლუზიტანუში“ – „თელ-ავივ ჰიტი“
მეორე ტური, 11–12 ნოემბერი
„კასტილია“ – „თელ-ავივ ჰიტი“
„ლუზიტანუში“ – „შავი ლომი“
მესამე რუნდი, 18–19 ნოემბერი
„თელ-ავივ ჰიტი“ – „შავი ლომი“
„კასტილია“ – „ლუზიტანუში“
ნახევარფინალები 2–3 დეკემბერს, ხოლო ფინალი 16 ან 17 დეკემბერს გაიმართება.